ჰოსტინგი არის ინტერნეტ მომსახურება, რომელის დროსაც ჰოსტინგ კომპანიის მიერ თქვენ გამოგეყოფათ ინტერნეტში არსებულ სერვერ-კომპიუტერზე სივრცე და სპეციალური პროგრამული ინსტრუმენტები რათა თქვენ საშუალება გქონდეთ განათავსოთ და მართოთ ნებისმიერი ინფორმაცია ინტერნეტში.
ინტერნეტში ჰოსტზე ანუ სერვერ-კომპიუტერზე შეგიძლიათ განათავსოთ ნებისმიერი ინფორმაცია-ფაილი: ვებ საითი, ვებ გვერდი, ტექსტი, ელექტრონული ფოსტა, სურათი, აუდიო ფაილი, ვიდეო ფაილი, მონაცემთა ბაზა და სხვა ნებისმიერი რამ.
ჰოსტინგ კომპანია უზრუნველყოფს თქვენი ინფორმაციის განთავსებისთვის და მართვისთვის საჭირო ყველა საშუალებას, შესაბამის ვებ სივრცეს, მუდმივ ანუ 24 საათიან ჩართვას ინტერნეტში, ინფორმაციასთან დაკავშირების მაღალ სიჩქარეს და თქვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს.
ჰოსტინგი არის სპეციალიზირებული და უნივერსალური. სპეციალიზირებული ჰოსტინგი სპეციალიზირდება ჰოსტინგის მხოლოდ რომელიმე სახეზე, მაგალითად: ელექტრონული ფოსტის სერვისზე, ან ფაილების აქაჩვა-ჩამოქაჩვაზე, ან სურათების განთავსებაზე, ან აუდიო ფაილების განთავსებაზე და ასე შემდეგ. უნივერსალური ჰოსტინგი გთავაზობთ ყველა სახის მომსახურებას, მაგალითად www.avangardhosting.com არის უნივერსალური ჰოსტინგი.
ჰოსტინგ კომპანიები თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე გთავაზობენ სხვადასხვა ფასისა და ტექნიკური მახასიათებლების მომსახურებას, რათა უკეთ დააკმაყოფილონ კლიენტის სპეციფიური მოთხოვნები. მაგალითად, Avangard Hosting -ს გააჩნია მრავალფეროვანი გეგმები, რომლებიც ყველა კატეგორიის კლიენტებს დააკმაყოფილებს, და შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი სპეციფიკიდან გამომდინარე თქვენთვის ყველაზე უფრო სასურველი გეგმა ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით: http://www.avangardhosting.com/s_linux.htm .
როცა თქვენ ჰოსტინგი დამოუკიდებელი ჰოსტინგ კომპანიისგან გაქვთ შეძენილი, თქვენ სრულიად დამოუკიდებელი ხართ ინტერნეტ პროვაიდერებისგან, მაგალითად: კაუკაზუზ ნეთვორქი, ჯორჯია ონლაინი, სანეტი, სერვის ნეტი, ტელენეტი, გლობალ უანი, ვანექსი და სხვა. თქვენ აღარ ხართ რომელიმე მათგანზე დამოკიდებული და მათზე მიჯაჭვული. ამიტომ ყოველთვის შეგიძლიათ მათი შეცვლა უმტკივნეულოდ, თუ მათი მომსახურების ხარისხით არ იქნებით კმაყოფილი.
მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ რეალურ ცხოვრებასთან, დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისმართი, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ მოგძებნით; ჰოსტინგი არის მიწის ფართი; ხოლო ვებ საითი არის შენობა, რომელიც განთავსებულია ამ მიწის ფართზე. ამიტომ ეს სამივე კომპონენტი შეუცვლელია და უპირობოდ აუცილებელი.