გასაგებია, ძალიან ცუდია დავირუსებული საიტი და დროზე უნდა შველა, მაგრამ პანიკას ნუ მიეცემით. დავირუსება ხშირი შემთხვევაა, ძირითადად გამოწვეულია გაუფრთხილებლობით, კერძოდ:
- საიტზე დააყენეთ რაიმე პირატული სკრიპტი, რომელშიც თქვენთვის შეუმჩნევლად ჩამატებული იყო "ხვრელები",
- ინსტალირების დროს არ დაიცავით კონკრეტული სკრიპტის ინსტალირების ინსტრუქციები,
- ჰოსტინგის პაროლი არასაიმედოდ შეინახეთ და ვინმემ მოგპარათ,
- გამოიყენეთ თქვენი რეგულარული პაროლი, რომელსაც სხვაგანაც იყენებთ და სავარაუდოდ სხვებმა უკვე იციან. ვიღაცამ შეიძლება ამ პაროლით ისარგებლა,
- ან სხვა.
ეხლა რაც შეეხება საიტის ვირუსიდან გაწმენდას, ამისათვის ორი რამ უნდა განახორციელოთ:
1. გაასუფთავოთ დავირუსებულ ჰოსტინგზე ყველა დომენი და სუბდომენი. გასუფთავებისთვის უნდა აირჩიოთ ერთერთი ეს მეთოდი:
- (ან) ადარებთ ლოკალზე და სერვერზე ფაილებს, პოულობთ დავირუსებულ ფაილებს და წმენდავთ მათ (ეს სუსტი გზაა, რადგან მაინც შეიძლება გაგეპაროთ ვირუსი);
- (ან) თქვენ თვითონ შლით ყველა ფაილს სერვერზე და მერე ახლიდან ატვირთავთ დაუვირუსებელ ფაილებს თქვენი ლოკალიდან;
- (ან) ჩვენ გვთხოვთ ამ თქვენი ჰოსტინგის წაშლას და ახლიდან სუფთა ჰოსტინგის შექმნას (ეს ყველაზე საიმედო გზაა).
2. საიტის გასუთავების მერე აუცილებლად უცვლით პაროლს ყველა დომენს და სუბდომენს.