- როგორ შევიდე კონტროლ პანელში?
- სად შემიძლია ვნახო cPanel კონტროლ პანელის დეტალური მომხმარებლის სახელმძღვანელო?
- როგორ შევქმნათ საფოსტო ყუთები მართვის პანელში?
- როგორ დავაყენოთ ელ-ფოსტა Outlook Express - ში?
- როგორ დავაყენო ელ-ფოსტა MS Outlook - ში?
- როგორ ვისარგებლოთ ვებ მეილით (WebMail)?
- რა არის SpamAssassin?
- როგორ გავააქტიუროთ SpamAssassin?
- როგორ შევქმნათ ქვედომენები?
- რა არის Fantastico Deluxe?
- საერთო მისამართები
როგორ შევიდე კონტროლ პანელში?
მართვის პანელში შესვლისათვის უბრალოდ გახსენით ბრაუზერი (მაგ.internet explorer) და შედით მისამართზე: http://www.yourdomain.com/cpanel
სად შემიძლია ვნახო cPanel კონტროლ პანელის დეტალური მომხმარებლის სახელმძღვანელო?
cPanel მართვის პანელის დეტალური მომხმარებლის სახელმძღვანელო განთავსებულია ამ მისამართზე http://www.cpanel.net/docs/cp/index.html
როგორ შევქმნათ საფოსტო ყუთები მართვის პანელში?
საფოსტო ყუთების შექმნა შეგიძლიათ თავად, Avangard Hosting-ს დახმარების გარეშე. ამისთვის უნდა შეხვიდეთ მართვის პანელში, აირჩიოთ Mail --> Manage/Add/Remove Accounts --> Add Account; მიუთითოთ ფოსტის დასახელება და პაროლი;
საფოსტო ყუთის ზომის ქვოტა არის 10 MB ავტომატურად. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ზომა თქვენი სურვილის მიხედით ან დააყენოთ როგორც შეუზღუდავი თუ მასში ჩაწერთ "unlimited" ან დატოვებთ ცარიელს (რაც ასევე ნიშნავს შეუზღუდავს).
საბოლოოდ, დააწკაპუნეთ ღილაკზე - Create.
როგორ დავაყენოთ ელ-ფოსტა Outlook Express - ში?
- გახსენით პროგრამა Outlook Express
- ზედა ჰორიზონტალურ მენიუში აირჩიეთ Tools შემდეგ Accounts შემდეგ გახსნილ ფანჯარაში დააჭ Add და აირჩიეთ Mail ...
- გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ თქვენი ვინაობა ან რაც გნებავთ, შემდეგ დააწკაპუნეთ Next-ზე
- შეიყვანეთ ელ.ფოსტის სრული დასახელება და დააწკაპუნეთ Next-ზე
- ველში “My incoming server is” სასურველია დატოვოთ POP3 ან აირჩიეთ სხვა, თუკი იგი თქვენთვის აუცილებელია
ველში “Incoming mail (POP3, IMAP or HTTP) server” შეიყვანეთ mail.yourdomain.com
ველში “Outgoing mail (SMTP) server” შეიყვანეთ mail.yourdomain.com
დააწკაპუნეთ Next-ზე - ველში Account Name მიუთითეთ თქვენი ელ.ფოსტის სრული დასახელება. მაგ.: info@yourdomain.com
და ველში Password შეიყვანეთ პაროლი
შენიშვნა: ჩართეთ Remember password. ეს ოფცია საშუალებას მოგცემთ არ შეიყვანოთ თქვენი პაროლი ყოველთვის ახლიდან, როცა Outlook Express ამოწმებს ახალ ფოსტას.
დააწკაპუნეთ ღილაკს Finish. - ფანჯარაში იპოვეთ ეხლა დაყენებული ელ.ფისტა და მონიშნეთ, შემდეგ დააწკაპუნეთ Properties, გამოსულ ფანჯარაში გადადით Servers, ჩეურთეთ ღილაკი My server requires authentication და დააწკაპუნეთ OK -ზე. შემდეგ ფანჯარაში დააწკაპუნეთ Close და ამით თქვენი ელ.ფოსტის დაყენება დასრულებულია.
როგორ დავაყენო ელ-ფოსტა MS Outlook - ში?
- გახსენით MS Outlook
- ზედა მენიუში აირჩიეთ Tools
- აირჩიეთ და დააწკაპუნეთ E-mail Accounts ...
- გახსნილ ფანჯარაში მონიშნეთ Add a new e-mail account და დააწკაპუნეთ Next-ზე
- აირჩიეთ POP3 ან აირჩიეთ სხვა, თუკი იგი თქვენთვის აუცილებელია და დააწკაპუნეთ Next-ზე.
- გამოსულ ფანჯარაში ველები შემდეგნაირად უნდა შეავსოთ:
Your Name: შეიყვანეთ თქვენი ვინაობა ან რაც გნებავთ.
E-mail address: შეიყვანეთ იმ ფოსტის მისამართი რომელსაც აყენებთ.
Username: მიუთითეთ ფოსტის სრული დასახელება, მაგ.: info@yourdomain.com
Password: თქვენი პაროლი
Incoming: mail.yourdomain.com
Outgoing: mail.yourdomain.com
- შემდეგ დააწკაპუნეთ More Settings... -ზე და გახსნილ ფანჯარაში არსებულ ზედა ჰორიზონტალურ მენიუში გადადით Outgoing Server. მანდ მონიშნეთ მოსანიშნი უჯრა My outgoing server (SMTP) requires authentication
- შემდეგ ზედა ჰორიზონტალურ მენიუში გადადით Advanced -ზე და ველში outgoing Port (SMTP) 25 ის ნაცვალად ჩაწერეთ 26 და ქვემოთ დააწკაპუნეთ OK-ზე.
- შემდეგ Next და ბოლოს Finish. ამით ელ.ფოსტის დაყენება დასრულებულია.
როგორ ვისარგებლოთ ვებ მეილით (WebMail)?
ბრაუზერში აკრიფეთ მისამართი www.yourdomain.com/webmail გახსნილ ფანჯარაში მიუთითეთ ელ. ფოსტის სრული დასახელება. მაგ: info@yourdomain.com და პაროლი.
როგორც კი შეხვალთ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სამი შემოთავაზებული webmail პროგრამიდან ერთ-ერთი: Horde, SquirrelMail, RoundCube. ჩვენ გირჩევთ გამოიყენოთ SquirrelMail, რადგან მას აქვს ბევრი სასარგებლო ფუნქციები, მოხერხებულია და შეგიძლიათ ქართული ეკრანიც დააყენოთ. ხოლო Horde-ს გააჩნია ელ. ფოსტის გარდა სხვა ბევრი ფუნქციაც, მაგრამ თავისი კომპლექსურობის გამო იგი უფრო მძიმედ ანუ ნელა მუშაობს.
რა არის SpamAssassin?
SpamAssassin არის ელფოსტის ავტომატური ფილტრი, რომელიც იყენებს ალგორითმების ფართო სპექტრს რათა მოახდინოს სპამის იდენტიფიკაცია და დაბლოკვა. სპამის გამოვლენის ეფექტურობა 90%-ზე მეტს შეადგენს.
როგორ გავააქტიუროთ SpamAssassin?
შედით მართვის პანელში და აარჩიეთ Mail --> SpamAssassin; დააწკაპუნეთ ღილაკზე - Enable SpamAssassin; შედით Mail --> E-mail Filtering --> Add Filter; Filter -ში აარჩიეთ SpamAssassin Spam Header, მის გასწვრივ აარჩიეთ begins with და ტექსტურ ველში ჩაწერეთ Yes; დააწკაპუნეთ ღილაკზე Activate.
როგორ შევქმნათ ქვედომენები?
შედით მართვის პანელში და აარჩიეთ Subdomains; მიუთითეთ ქვედომენის დასახელება და დააწკაპუნეთ ღილაკზე Add. ქვედომენისათვის FTP -სთან წვდომის უფლების მისაცემად აარჩიეთ FTP Manager --> FTP Accounts --> Add FTP Account; მიუთითეთ სახელი და პაროლი, ხოლო დირექტორიის ველში ქვედომენის დასახელება.
რა არის Fantastico Deluxe?
Fantastico Deluxe მოიცავს 50-ზე მეტ მოწინავე სკრიპტს (საიტის მართვის სისტემები, ბლოგები, ფორუმები, მომხმარებლებთან ურთიერთობის სისტემები, ონლაინ მაღაზიები, გამოკითხვები, სურათების გალერეები ...) და გამოიყენება მათი ავტომატური ინსტალაციისათვის. სკრიპტები შეიძლება გამოიყენოთ როგორც ახალი საიტების შექმნისათვის, ასევე არსებული საიტებისათვის ფუნქციონალური შესაძლებლობების გაფართოებისათვის.
საერთო მისამართები:
Perl: /usr/bin/perl
Perl 5: /usr/bin/perl5.00503
Sendmail: /usr/sbin/sendmail
Date: /bin/date
PHP: /usr/bin/php
MySQL: /usr/bin/mysql
ImageMagick: /usr/bin/convert OR /usr/local/bin/convert
Document Root: /home/username/
WWW Directory: /home/username/public_html/
CGI Directory: /home/username/public_html/cgi-bin/