ვებ საითის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ იმის გამო რომ აქ არაა ამის დრო და არც თქვენ ხართ გაუთვითცნობიერებელი ვებ საითში, მხოლოდ მოკლედ შევეხებით მის მნიშვენლობას.
ვებ სიათი არის თქვენი სახე ანუ იმიჯი, სავიზიტო ბარათი მთელი მსოფლიოს წინაშე, ამიტომ მის შექმნას ძალზე სერიოზულად უნდა მოეკიდოთ. კლიენტი თუ პარტნიორი თქვენ ჯერ თქვენი ვებ სიათით გაგიცნობთ და მერე უშუალოდ დაიჭერს თქვენთან ურთიერთობას თუ ჩათვლის, რომ თქვენ საინტერესო და სერიოზული პიროვნება ან ორგანიზაცია ხართ.
ვებ საითი იაფი და ამავედროს მძლავრი სარეკლამო-საინფორმაციო საშუალებაა, რომელიც სულ უფრო და უფრო ავიწროებს სატელევიზიო, რადიო და ბეჭვდით სარეკლამო-საინფორმაციო საშუალებებს. ზოგიერთ დარგებში კი მას საერთოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ რეალურ ცხოვრებასთან, დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისმართი, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ მოგძებნით; ჰოსტინგი არის მიწის ფართი; ხოლო ვებ საითი არის შენობა, რომელიც განთავსებულია ამ მიწის ფართზე. ამიტომ ეს სამივე კომპონენტი შეუცვლელია და უპირობოდ აუცილებელი.
გაეცანით ასევე:
რატომ თვითონაც არ აკეთებს Avangard Hosting ვებ საითებს კლიენტებისთვის?
შექმენით თქვენივე ვებ სიათი თქვენ თვითონ!