მარტივი ტექნიკური გაგებით დომენური სახელი არის ინტერნეტ უნიკალური დასახელება, მისამართი, რომელიც მიუთითებს თქვენს საითზე ან ელექტრონულ ფოსტაზე. მისი მეშვეობით ყველას შეუძლია ინტერნეტში თქვენი საითის ან ელ-ფოსტის მოძებნა. ინტერნეტ სისტემა თავის მხრივ დომენურ სახელს სპეციალური წესით დალაგებულ ციფრებში გადაიყვანს ანუ IP-ში, მაგალითად, 123.123.123.123 და ასე აღიქვამს მას. რათა ნებისმიერი დომენური სახელი მუშაობდეს და შეგეძლოთ საითის ნახვა იგი მიმაგრებული უნდა იყოს რომელიმე ჰოსტზე და უნდა ჰქონდეს მინიჭებული IP.
მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ რეალურ ცხოვრებასთან, დომენური სახელი არის თქვენი საფოსტო მისამართი, რომლის გარეშეც ვერავინ ვერ მოგძებნით; ჰოსტინგი არის მიწის ფართი; ხოლო ვებ საითი არის შენობა, რომელიც განთავსებულია ამ მიწის ფართზე. ამიტომ ეს სამივე კომპონენტი შეუცვლელია და უპირობოდ აუცილებელი.